logo_geo
eng_logo
იაგო ხვიჩია: ოპოზიციაში ხალხია, ვისაც სურდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს
- +

1 აპრილი. 2021. 23:47

 

 

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს „პალიტრანიუსის“ ეთერში გამოეხმაურა.

 

„ეს უბრალოდ ცირკია, სულ სხვა მიზნის გამო მოწყობილი ცირკი და არა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი გულწრფელად აღშფოთდა ვიღაც პუტინისტი რუსის ჩამოსვლაზე საქართველოში.

იცით, რამდენი პუტინისტი რუსი ჩამოდის ყოველდღიურად და მოძრაობს საქართველოში? ამის გამო რუსებს ვუვარდებით და ვეკითხებით, ხმა პუტინს მიეციო? მე უბრალოდ არ მესმის ასე ქმედების შინაარსი, მესმის მხოლოდ იმ არგუმენტის გამო, რითაც ის იყო მოწყებული - ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც უნდოდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი რომ არ ვარდება, ქუჩაში ვერ გამოიყვანეს, ამ შემთვევაში საჭირო გახდა მოფიქრება იმის, რომ ნახეთ გავრილოვი მოგვიყვანესო.

 

გავრილოვის „ქეისი“ სხვა რამეა, ის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. ეს ადამიანი მოვიდა, რესტორანში იჯდა, ორივე პუტინისტია, ორივე ცუდი ადამიანია. ჩვენ ახლა გვინდოდა, რომ პარლამენტის სავარძელზე ჩამჯდარი ადამიანის მსგავსად მოვქცეულიყავით იმ ადამიანთან, რომელიც რესტორანში დაჯდა და გვინდოდა, ამაზე საზოგადოება აგვეგდო. რესტორანში ვინ მოხვდება, პრორუსი, პროქართველი, თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner