logo_geo
eng_logo
გერმანიის პრეზიდენტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
- +

2 აპრილი. 2021. 10:36

 

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

 

მედიის ინფორმაციით, 65 წლის პრეზიდენტმა ვაქცინის პირველი დოზა ბერლინის სამხედრო საავადმყოფოში მიიღო.

 

„მე ვენდობი გერმანიაში დამტკიცებულ ვაქცინებს. ვაქცინაცია პანდემიის დასამარცხებლად ბრძოლის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯია. გამოიყენეთ მოცემული შესაძლებლობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ ოთხშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ექსპერტებმა, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნის შემთხვევებს შორის კავშირს იკვლევენ, რისკის კონკრეტული ფაქტორები ვერ აღმოაჩნეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner