მეტროსადგურ „ისანში“ შუახნის კაცი გარდაიცვალა, ამის შესახებ „დაიჯესტს“ შემთხვევის ადგილიდან აცნობეს.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებმაც მას გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.