logo_geo
eng_logo
დავით ნოზაძე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
- +

2 აპრილი. 2021. 12:22

 

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ გია ბერბერაშვილთან და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილთან ერთად სოფლების - მამადაანების, ლიშოს, ღორღას, ქვემო და ზემო არტანის, ქვიშხევის, თეთრაულების და ბოდახევას მოსახლეობას შეხვდა.

 

დავით ნოზაძემ ადგილობრივი მოსახლეობისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ პირადად მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ სოფლებს, მდებარეობიდან გამომდინარე, მთის სტატუსი აქვთ მინიჭებული, რაც სხვა სიკეთესთან ერთად გაზრდილ პენსიასა და კომუნალურ გადასახადებზე  შეღავათებს გულისხმობს.

 

რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრისას, სხვა საჭიროებებთან ერთად, მოსახლეობისგან მთავარ გამოწვევად სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საჭიროება დასახელდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner