logo_geo
eng_logo
სარფში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
- +

2 აპრილი. 2021. 12:25

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 1400 ღერი სიგარეტი, 20 კილოგრამი თამბაქო და სხვადასხვა დასახელების 43 ფლაკონი მედიკამენტი გამოვლინდა.

 

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner