logo_geo
eng_logo
მამუკა კვარაცხელია: გიული ალასანიას მიერ კიდევ ერთი სტადიონის დანგრევა ქართულ ფეხბურთს მორიგ მძიმე დარტყმას მიაყენებს
- +

13 ივლისი. 2016. 12:05


„საქართველოს უნივერსიტეტის" დამფუძნებელი და მფლობელი გიული ალასანია, ახალი 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, საფეხბურთო სტადიონის დანგრევის ხარჯზე.  აღსანიშნავია, რომ სტადიონი ადრე ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, თუმცა გიული ალასანიამ ის მიზერულ ფასად შეიძინა.


ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, უეფა-ს მედიაოფიცერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია აცხადებს, რომ გიული ალასანიას მიერ კიდევ ერთი სტადიონის დანგრევა ქართულ ფეხბურთს მორიგ მძიმე დარტყმას მიაყენებს.



        „გიული ალასანიას სტადიონის დანგრევა და „საქართველოს უნივერსიტეტისათვის" დამატებით 7-სართულიანი კორპუსის აშენება აქვს განზრახული.

 

აღსანიშნავია, რომ სტადიონთან ერთად საფრთხე ემუქრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შახტ-ლაბორატორიასაც, რომლის ანალოგი მთელ მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში არსებობს.

 

„გეპეის" ეს უნიკალური შახტი-ლაბორატორია სწორედ იმ სტადიონის ქვეშ მდებარეობს, რომლის ადგილზეც „საქართველოს უნივერსიტეტის" ახალი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

 

„საქართველოს უნივერსიტეტის" სტადიონზე საფეხბურთო სკოლის დაახლოებით 200-250 აღსაზრდელი  ვარჯიშობდა - სულ 7 ასაკობრივი ჯგუფი. ჩემი ინფორმაციით, თითო ბავშვი თვეში იხდიდა 60 ლარს, რაც წელიწადში დაახლოებით 145 ათასი ლარია.

 

როგორც ჩანს, გიული ალასანიასა და „საქართველოს უნივერსიტეტის" მესვეურებს ეს თანხა ეცოტავათ და სტადიონის დანგრევის ხარჯზე გაცილებით დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტეს.

 

7-სართულიან სასწავლო კორპუსში, რომლის ასაშენებლადაც საფეხბურთო მოედანს ანგრევენ, ალბათ, დამატებით ათასამდე სტუდენტის მიღებას შეძლებენ და თუ გავითვალისწინებთ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტში" სწავლის წლიური ქირა 4-5 ათასი ლარია, სააკაშვილის დედა და მისი პარტნიორები მილიონებს ჩაიჯიბავენ.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესი, მომავალი თაობის ბედი და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე კი მათ, რა თქმა უნდა, არ ანაღვლებთ", - ამბობს მამუკა კვარაცხელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner