logo_geo
eng_logo
ინფიცირების მატების გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მასობრივი ტესტირება დაიწყო
- +

2 აპრილი. 2021. 14:18

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო.

 

ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია. მათ ე.წ. სწრაფი ტესტი უტარდებათ.

 

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. შემთხვევები ძირითადად წამოვიდა ფოთის „ტექსტილის“ საწარმოში დასაქმებული პირებისაგან, თუმცა გვაქვს სხვა შემთხვევებიც, რომლებიც მასთან არ იყო დაკავშირებული.

 

შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა ჩოჩხათის, ნიგვზიანისა და ნიგოეთის თემის სოფლებში. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩაგვეტარებინა მასობრივი ტესტირება, რომ უფრო მეტად გამოვავლინოთ ინფიცირებულები", - განაცხადა ნატო მენაღარიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner