logo_geo
eng_logo
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო
- +

13 ივლისი. 2016. 12:06


თბილისში ჰაერის დაბინძურების სამი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო. ავტომატური საგურის საშუალებით დამაბინძურებელი საშუალებების უწყვეტი ონ-ლაინ მონიტორინგი განხორციელდება. განისაზღვრება ჰაერში ნახშირორჟანგის, აზოტის, ჟანგეულების, გოგირდის ორჟანგის, მიწისპირა ოზონისა და მტვრის ფრაქციების შემცველობა.


გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია დღეს ალ.ყაზბეგის გამზირზე ავტომატური სადგურის დამონტაჟების პროცესს დაესწრო. მისი თქმით, იაპონიის მთავრობამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს უპრეცედენტო დახმარება გაუწია.

 

„იაპონიის მთავრობამ უპრეცედენტო დახმარება გაუწია გარემოს ეროვნულ სააგენტოს და სამი სრულიად მოდერნიზებული ავტომატური ჰაერის გამზომი სადგური გვაჩუქა. ეს არის დაახლოებით 1 200 000 ამერიკული დოლარის ღირებულების მოწყობილობები. ჩვენ ამ სადგურების საშუალებით მოვახერხებთ იმას, რომ თბილისში გვექნება საკმაოდ გამართული, მოდერნიზებული ჰაერის მონიტორინგის სისტემა", - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.


იაპონელი გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ინჟინრის ტაკეში ნიშიმოტოს თქმით, აღნიშნული სადგურების საშუალებით მონაცემები ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება გარემოს ეროვნულ სააგენტოს.


„ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გაზომავს სხვადასხვა პარამეტრებს, კერძოდ მტვრის მყარ ნაწილაკებს, აზოტის ოქსიდებს, გოგირდის დიოქსიდს, ოზონს და ნახშირბადის მონოოქსიდს. თბილისის მასშტაბით სამ სხადასხვა წერტილზე დაიდგმება და ეს მონაცემები ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება გარემოს ეროვნულ სააგენტოს. იქ მონტაჟდება შესაბამისი აღჭურვილობა და მიიღებენ მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში", - განაცხადა ტაკეში ნიშიმოტომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner