logo_geo
eng_logo
ტუნისში ქალმა ჩვილ შვილთან ერთად აიფეთქა თავი
- +

2 აპრილი. 2021. 17:30

 

„ტუნისში, თავდაცვის სამინისტროს ორი ოპერაციის ფარგლებში, სამი ტერორისტი და ერთი ჩვილი დაიღუპა“, - ამის შესახებ „ანადოლუ“  წერს.

 

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მოკლულია „ხალიფატის მებრძოლთა“ ლიდერი, ჰამდი ჟუიბი, რომელიც Daesh/ISIS-თან თანამშრომლობდა და ამ დაჯგუფებასთან ერთად, არაერთი ტერორისტული აქტი განუხორციელებია.

 

კიდევ ერთი ოპერაციის ფარგლებში, მოკლეს ტერორისტი კაცი, რომელსაც თან ახლდა უცხოელი მეუღლე.

 

„მისმა ცოლმა თავი ასაფეთქებელი ქამრით აიფეთქა, რამაც მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის დაღუპვაც გამოიწვია“, - აცხადებენ ტუნისის თავდაცვის სამინისტროში. ამასთან, განმარტავენ, რომ ქალთან ახლოს იყო მისი კიდევ ერთი ქალიშვილი, რომელიც გადარჩა.

 

2013 წლის შემდეგ, ტუნისი ტერორისტების ერთ-ერთი სამიზნე გახდა. ყველაზე ხშირია Daesh/ISIS-ის თავდასხმები.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner