logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით მილიონი ლარი შეადგინა
- +

13 ივლისი. 2016. 12:08


სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელია განცხადებით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით, მილიონი ლარი შეადგინა.



პირველადი მონაცემები დათვლილი გვაქვს და საერთო ჯამში, ეს არის დაახლოებით მილიონ ლარამდე. ეს გახლავთ, ძირითადად, აბაშის და სენაკის მიმართულება, თუმცა საბოლოოდ არ არის დადგენილი და შესაძლებელია, ეს ციფრი შეიცვალოს. საკმაოდ რთული იყო მუშაობა, წყალს დასჭირდა დიდი ხანი, რომ გასულიყო ყანებიდან და დღეს განაახლეს სამუშაოები. ალბათ, ჩვენ დღის ბოლოს გვექნება განახლებული ინფორმაცია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.



უხვმა ნალექმა მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა, სადაც ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია დატბორილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner