„მედიატორმა დადო საბოლოო დოკუმენტი, რომელშიც არ იყო ნახსენები ვადამდელი არჩევნები, ვინაიდან არც ევროკავშირი და არც სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად არ მიიჩნევენ. „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 2 ტექნიკური ტიპის შენიშვნა ჰქონდა, ოპოზიციამ კი თქვა, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან ევროკავშირი ვადამდელ არჩევნებს არ სთხოვს ხელისუფლებას“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განუცხადა.
„ევროპარლამენტის წევრთა განცხადება მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, თუმცა, ევროკავშირთან საქართველოს ფინანსურ ურთიერთობებს განსაზღვრავს ევროკომისია, რომელმაც დადებითად შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის და ასოცირების ნაწილში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული რეფორმები. რა თქმა უნდა, შეთანხმების ნაწილი მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს პოლიტიკურ კულტურას უსვამს ხაზს. კარგი იქნებოდა, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო, თუმცა ჩვენმა გუნდმა ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ყველა წინადადებაზე ჩვენ გვქონდა შემხვედრი ნაბიჯები. მედიატორმა დადო საბოლოო დოკუმენტი, რომელშიც არ იყო ნახსენები ვადამდელი არჩევნები, ვინაიდან არც ევროკავშირი და არც სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად არ მიიჩნევენ. „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 2 ტექნიკური ტიპის შენიშვნა ჰქონდა, ოპოზიციამ კი თქვა, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან ევროკავშირი ვადამდელ არჩევნებს არ სთხოვს ხელისუფლებას. კიდევ რა უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“? ოპოზიცია ჩვენგან მოითხოვს, რომ დავთმოთ ხელისუფლება უმცირესობის სასარგებლოდ და ასე არ ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში“, - განაცხადა დავითულიანმა.