logo_geo
eng_logo
ვიოლა ფონ კრამონი: მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, ფაქტობრივად, მე ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს
- +

2 აპრილი. 2021. 19:30

 

„მე თავიდანვე ვისურვებდი, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტი და ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ მათი სავარძლები საქართველოს პარლამენტში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

„მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არ არის გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, მე ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს. მაშინ რატომ მომცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა, რის მიუხედავადაც, მე არ ვიკავებ საქართველოს პარლამენტის სავარძელს, რომელიც მეკუთვნის. ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში, ეს არის ჩვენი სტრატეგია, მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი და რომ ქუჩიდან მოხდება გადატრიალება, ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner