აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
არსებული ინფორმაციით, ლიდერებმა დონბასში ვითარების ესკალაციის საკითხი განიხილეს. ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი 40 წუთი გაგრძელდა.
1-ელ აპრილს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
„აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, აშშ უკრაინას რუსეთთან პირისპირ მარტო არ დატოვებს და არ დაუშვებს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული მისწრაფებების განხორციელებას“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.