logo_geo
eng_logo
ვიოლა ფონ კრამონი: რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა - ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა
- +

2 აპრილი. 2021. 20:24

 

„ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა ბოიკოტი და ეუთო-ს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

„მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების წევრები შევლენ საქართველოს პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ.

იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ იმავდროულად ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი.

ვერ ვხედავ, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, მათი არგუმენტი არის, იმიტომ, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა, ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი. მათი ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი.

მათ შეეძლოთ გამოეხატათ კეთილი ნება და მოეწერათ ხელი. ეს იქნებოდა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი, ბევრი ცვლილება, ბევრი კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში.

ორივე მხარემ უნდა დათმოს, არა ჩემთვის, არა პირადი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა. ნაცვლად მათი ეგოს უკანა პლანზე გადაწევისა, მათ პოლიტიკური მომენტები უნდა წამოწიონ წინა პლანზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner