logo_geo
eng_logo
ანსამბლი „კვირია“ ზღვისპირა ქალაქში - „Check in Georgia“-ს ფარგლებში „ფოლკლორის დღეები“ გრძელდება
- +

13 ივლისი. 2016. 12:25


ბათუმში გრძელდებაფოლკლორის დღეები", რომლის ფარგლებში  ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან მაყურებლის წინაშე  სვანური ფოლკლორული ანსამბლი კვირია" წარსდგა. ექვსი წლის წინ შექმნილი ანსამბლის ძირითად რეპერტუარში სვანური ხალხური სიმღერებია. კვირიას" მიერ გამართულ საღამოს, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენკონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

 

„Check in Georgia"- ფარგლებში ანსამბლმა „კვირიამ" სოლო-კონცერტი გამართა, საკმაოდ წარმატებულად და მსმენელის მოწონება დაიმსახურა. წარმოვადგინეთ სვანური სიმღერები და სურვილი გვაქვს კიდევ ერთხელ ჩამოვიდეთ ამ ლამაზ ქალაქში და ვაჩვენოთ ჩვენი შემოქმედება", - აღნიშნა  ანსამბლ „კვირიას" წევრმა გიორგი გველესიანმა.

 

მნიშვნელოვანია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები ყოველდღიურად იმართება. მასში მონაწილეობენ  სახელმწიფო, მუნიციპალური  და  თბილისის ანსამბლები,  რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები" ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება.


შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის დღეები"  „ჰითბათუმი 2016"-ის პროექტია, რომელიც წელს „Check in Georgia"-ს ფარგლებში 6 ივნისიდან ეწყობა.  "ჰით ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. შარშან,  ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი "ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ „Check in Georgia"-ს ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, "ფოლკლორის დღეებს" საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ.


„ფოლკლორის დღეებზე" ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი", აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი", ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი" და სხვა ჯგუფები, შემსრულებლები და ანსამბლები წარდგნენ.


„უნიკალური ქართული ფოლკლორი  უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი  პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს",- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.


„საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2016",  როგორც შარშან, წელსაც სწორედ „ფოლკლორის დღეებით" დაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმა „ერისიონმა" გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას  73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016"  ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner