logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე ჯო ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა
- +

2 აპრილი. 2021. 22:37

 

თეთრი სახლი აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

მან ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის ვალდებულებას, აღადგინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც კორუფციის დაძლევასა და რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას ეხება.

ეს დღის წესრიგი ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება და სამართლიანობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს უკრაინელი ხალხისთვის. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

მათ ასევე განიხილეს შეერთებული შტატებისა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა COVID-19-ის პანდემიის დაძლევისა და რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner