მწერალი გურამ დოჩანაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში, "ნიუ ჰოსპიტალშია" მოთავსებული.
ოჯახის ახლობელი მამა იოანე აცხადებს, რომ დოჩანაშვილი ერთი თვეა რაც კლინიკაში წევს.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ფილტვებზე ჰქონდა პრობლემა. დაახლოებით ერთი თვეა, რაც კლინიკაში წევს. ორი კვირა ჩაფიძეში იწვა, ახლა ნიუჰოსპიტალში გადმოიყვანეს. წუხელ გული გაუჩერდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ბოლოს, დღეს დილით ვნახე,"- აღნიშნა მამა იოანემ „რუსთავი 2“-თან.