logo_geo
eng_logo
კაპიტოლიუმი „ლოკდაუნის“ რეჟიმზე გადავიდა - კონგრესის შენობის მიმდებარედ ორ სამართალდამცველს ავტომობილი დაეჯახა
- +

2 აპრილი. 2021. 23:14

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის პოლიციის ცნობით, შენობასთან მომხდარი ინციდენტის დროს მათი ორი თანამშრომელი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულ ბარიერს ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი სამართალდამცველი დაშავდა.

ინციდენტის გამო, ჩაიკეტა როგორც კონგრესის შენობაში შესასვლელი, ასევე მოძრაობა შეიზღუდა მიმდებარე ქუჩებზეც. კონგრესმენებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაფრთხილება დაეგზავნათ, სადაც კაპიტოლიუმის შენობასთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner