logo_geo
eng_logo
კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა
- +

2 აპრილი. 2021. 23:31

 

აშშ-ის კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამის შესახებ აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

ცნობისთვის, კაპიტოლიუმთან ავტომობილი პოლიციელებს დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და ერთ-ერთი პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა.

სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.

 

ინციდენტის შედეგად, ორი პოლიციელი და ბოროტმოქმედი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ამჟამად კაპიტოლიუმი და მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია. ადგილზე ეროვნული გვარდია და პოლიციაა მობილიზებული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner