-
+
2 აპრილი. 2021. 23:31
აშშ-ის კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ცნობისთვის, კაპიტოლიუმთან ავტომობილი პოლიციელებს დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და ერთ-ერთი პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა.
სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის შედეგად, ორი პოლიციელი და ბოროტმოქმედი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად კაპიტოლიუმი და მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია. ადგილზე ეროვნული გვარდია და პოლიციაა მობილიზებული.