logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: გზავნილები არის ყველასთვის კარგად გასააზრებელი, ეს არ ეხება ან ერთს ან მეორეს, ეხება მთლიანად ქვეყანას
- +

3 აპრილი. 2021. 00:20

 

 

„„ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობა იყო და იქნება, რომ შეთანხმება შედგეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

 

„იმისთვის რომ ხელი მოეწეროს, უნდა არსებობდეს ფორმატი, ეს ადამიანი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ თქვენ მაინც მოაწერეთ ხელი. მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ შეთანხმება არ შედგა და გააკეთა შესაბამისი ბრიფინგი.

ჩვენი მზადყოფნა იყო რომ იქ ხელი მოგვწერა და შეთანხმება შემდგარიყო. ელისაშვილს თავის პარტია აქვს და ის თვითონ გადაწყვეტს ხელი მოაწეროს თუ არა. ჩვენი მხრიდან ეს მზაობა არის, მაგრამ ხელმოწერის ფორმატი უნდა იყოს, რომ კრიზისი განიმუხტოს. ამის მიღწევა თუ შესაძლებელი იქნება, ჩვენი მზადყოფნა არის რომ ხელი მოვაწეროთ“, - ამბობს კახა კუჭავა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner