logo_geo
eng_logo
საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება
- +

13 ივლისი. 2016. 12:26


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძე განცხადებით, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 5 სექტემბერს გაიმართება.



მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს პოზიტიური მოლოდინები აქვს და არასასიამოვნო სიურპრიზებს არ ელოდება.

 

 

უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში მიღებულია. ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება პროცედურულ დეტალებს, რაც თანამიმდევრულად მიმდინარეობს შესაბამის სტრუქტურებში. 5 სექტემბერს იგეგმება კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში. LIBE-ში დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი უკვე ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩაინიშნება და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური განცდა გვაქვს. ასეთია ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაც და, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრიზები ამ კუთხით არ იქნება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner