logo_geo
eng_logo
ვითარება დონბასში - რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსი სამხედროების მობილიზებაა
- +

3 აპრილი. 2021. 01:14

 

 

დონბასში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსი სამხედროების მობილიზებაა.

 უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, საზღვარზე 28 რუსული ბატალიონია განთავსებული. ამ ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაიღუპა 20 უკრაინელი ჯარისკაცი და დაიჭრა 57. კრემლი სასაზღვრო ტერიტორიების დატოვებას არ ჩქარობს, მეტიც- შესაძლოა საზღვარზე სამხედრო დანაყოფები კიდევ უფრო გაზარდოს.

 

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამხედროების მოძრაობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არის განპირობებული. დიმიტრი პესკოვის თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში ნატო-ს ჯარების გაძლიერება მოხდება, რუსეთი დამატებით ზომებს მიიღებს.

 

ამ ფონზე ვაშინგტონი ოფიციალური კიევისადმი მხარდამჭერ გზავნილებს აძლიერებს და აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ არის.

სახელმწიფო დეპარტამენტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებისა და რეგიონული დაძაბულობის ზრდის საკითხს ნატო-ს მოკავშირეებთან განიხილავს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner