logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მზად ვიყავით, დავთანხმებოდით ამნისტიას და ამით გადაგვეშალა 20 ივნისის ფურცელი, მაგრამ ოპონენტებმა ეს კომპრომისიც ვერ დაინახეს
- +

3 აპრილი. 2021. 01:32

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდი გირაოს თუ გადაიხდიდა და შემდეგ 20 ივნისის ამნისტიის აქტი გამოიცემოდა, ამაზე „ქართული ოცნება“ თანახმა იქნებოდა და კომპრომისზე წავიდოდა. საკითხზე მან საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად იყო, პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება შემდგარიყო.

 

„დიახ, ეს იყო კომპრომისი. კარგი იქნებოდა საზოგადოებისთვისაც, რომ 20 ივნისის ფურცელი გადაშლილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა ნიკა მელიას და არა მხოლოდ მისი მხრიდან, (რამდენიმე პირია ბრალდებული) მზად ვიყავით, ყოფილიყო თანხმობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, წავსულიყავით ამნისტიაზე და ამით გადაგვეშალა ეს ფურცელი. სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა ეს კომპრომისიც ვერ დაინახეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner