„პირველად ვიყავი ასეთის სახის შეხვედრაზე და შვიდი საათიდან ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ხუთი წუთი გვქონდა შეხვედრა მედიატორთან, 50 წუთი იყო საერთო შეხვედრა, სულ ერთი საათი შედგა ჩვენი კონტაქტი, დანარჩენი ექვსი საათი ვიყავით მოლოდინის რეჟიმში, როდესაც მედიატორს გაყავდა ოპოზიციის წარმომადგენლები და ცდილობდა, დაერწმუნებინა, რომ ხელი მოეწერათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ გარკვეული ნაწილისთვის არანაირი თანხმობა, ერთობა, სამშობლო, ქვეყანა – ასეთი მატერიები საერთოდ არ არსებობს. დაისვა კითხვა, აი, გიორგი რურუას საკითხიც რომ აისახოს ამ დოკუმენტში, ამ შემთხვევაში აწერთ თუ არა ხელს და ყველამ, „გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა, განაცხადეს, რომ არ მოაწერდნენ ხელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.