logo_geo
eng_logo
მიხაელ გალერი: პარლამენტის შტურმით აღება, პოლიტიკური აგრესიის გამოვლენა, სამაჯურის საჯაროდ მოხსნა, ვერ დამიჭერთ - ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო
- +

3 აპრილი. 2021. 02:40

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. კერძოდ, ბატონი ნიკა მელია გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი სამაჯურს ისევ გაიკეთებს“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„რურუასა და მელიას საქმეებს მე ერთმანეთისგან განვაცალკევებდი. რურუა უკვე სასჯელს იხდის. ახლა უკვე საკითხი იმაზეა, ის უნდა შეიწყალონ თუ არა.

მელიას შემთხვევაში საუბარია თანხის გადახდასა და მის ციხიდან გამოშვებაზე. თუ მელიას შემთხვევას შევხედავთ, ჩვენ ასეთი სიტუაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, მან წვლილი შეიტანა მმართველი პარტიის პროვოცირებაში.

პარლამენტის შტურმით აღება, პოლიტიკური აგრესიის გამოვლენა და მაგალითად ის, რომ მე სამაჯურს ვატარებ, მაგრამ საჯაროდ მოვიხსნი და თქვენ მე ვერ დამიჭერთ, ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო“, – აღნიშნა გალერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner