logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს, დაშავებულია 2 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი
- +

3 აპრილი. 2021. 12:06

 

 

 

 

„გასული დღის განმავლობაში, 2 აპრილს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს“, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

 

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 21 დარღვევა დაფიქსირდა, აქედან 20 უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციების დაბომბვა, ერთი კი - ქალაქ კრასნოგოროვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა იყო,“- აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბში.

 

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner