„გასული დღის განმავლობაში, 2 აპრილს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს“, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 21 დარღვევა დაფიქსირდა, აქედან 20 უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციების დაბომბვა, ერთი კი - ქალაქ კრასნოგოროვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა იყო,“- აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბში.
მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდნენ.