„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რის მიხედვითაც პრემიერი საგნის - „მე და საზოგადოება" სკოლებში მიღებას მხარდაჭერას უცხადებს, შეკითხვებით მიმართავს:
„ბატონო პრემიერო! ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით თქვენ აცხადებთ, რომ „რისკები ყველაფერში არსებობს და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არ არის საჭირო".
ბუნებრივად გამიჩნდა შეკითხვა - მიზანი ამართლებს საშუალებას? რას გულისხმობდით რისკებში?! თუ იმას, რის გამოც საზოგადოებამ განგაშის ზარები დაარისხა, მაშინ მოკრძალებით გკითხავთ, რა ძალა გვადგას თავს, რომ ბავშთა სოციალიზაციას რისკების ფონზე ვეწევით?!
პედაგოგთა მომზადების მნიშვნელობას შეეხეთ თქვენ, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ მათი მომზადება იმ სახელმძღვანელო ლიტერატურით წარმოებს, რომლებშიც 7-13 წლის ბავშვები პედაგოგმა გენდერულ სტერეოტიპებზე დისკუსიაში უნდა ჩააბას იმ ზღაპრის მოყოლით, რომელშიც პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი (ევროპის საბჭოს ქარტია „დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლებისთვის" დანართი სახელმძღვანელო რესურსი ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის „კომპასიტო", გვ. 112, სავარჯიშო #17 - იყო და არა იყო რა...). ის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სხვა სახელმძღვანელო რესურსებთან ერთად არის მითითებული 2012, 13, 14 და 2015 წლებში.
ეს ყველაფერი, დემოკრატიის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გენდერული თანასწორობის სწავლების სახელით!
ბ-ნო პრემიერო! თუ ევროპული არჩევანი ბავშვებისთვის ადრეულ ასკში ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლებას უკავშირდება, რაც ნათლად და მკაფიოდ სჭვივის დამხმარე სახელმძღვანელო მეთოდოლოგიებიდან, რომლებიც ევროპის საბჭოს ქარტიის დანართია, ჩვენ არც ასეთი ევროპა გვსურს და არც ის ხელისუფლება, ვისთვისაც მიზნის მიღწევის საშუალებად ყველაფერი მოსულა!!!" - ნათქვამია დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაში.
იხილეთ:
გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს სკოლებში საგნის „მე და საზოგადოების" დანერგვის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1479