უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 341 შემთხვევა გამოვლინდა. ეს უკრაინაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში 396 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 9 166 პაციენტი.
შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 731 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან მილიონ 342 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 34 075 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.