logo_geo
eng_logo
უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 341 შემთხვევა გამოვლინდა
- +

3 აპრილი. 2021. 13:27

 

 

უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 341 შემთხვევა გამოვლინდა. ეს უკრაინაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

 

ბოლო 24 საათში 396 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 9 166 პაციენტი.

 

შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უკრაინაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 731 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან მილიონ 342 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 34 075 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner