კახა კალაძეს კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით კალაძე თავს კარგად გრძნობს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მოუწევს მკურნალობის გაგრძელება.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვერტებრო - ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.
მოგვიანებით, კალაძის ექიმმა განაცხადა, რომ კვლევების შემდეგ პოლიტიკოსს ვერტებრო - ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა.
პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზუსტდა, მას იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა.