logo_geo
eng_logo
გერმანიის პრეზიდენტი მოსახლეობას: მზად იყავით კიდევ რამდენიმეკვირიანი მკაცრი შეზღუდვებისთვის
- +

3 აპრილი. 2021. 13:59

 

 

 

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, მზად იყვნენ კიდევ რამდენიმეკვირიანი მკაცრი შეზღუდვებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Dეუტსცჰე ჭელლე ავრცელებს.

 

„ახლა პანდემიის მესამე ტალღის შუაში ვიმყოფებით. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა ყველა ჩვენგანის ძალისხმევა. უახლოეს კვირებში მკაცრი შეზღუდვების დაწესება იქნება აუცილებელი. პანდემიის დასამარცხებლად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა იყო შეცდომებიც - როგორც ვაქცინაციის, ასევე ტესტირების დროს“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

მან მოუწოდა მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში.

 

„მე ვენდობი ყველა ვაქცინას, რომელიც გერმანიაშია აკრედიტებული. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner