logo_geo
eng_logo
ირანში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო
- +

3 აპრილი. 2021. 15:17

 

 

ირანის ორ პროვინციაში კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, ორ პროვინციაში მეოთხე ტალღა უკვე დაწყებულია, რამდენიმე პროვინციაში კი უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუ ჩვენ სამედიცინო პროტოკოლებს არ დავიცავთ“, - განაცხადა როუჰანიმ.

 

ქვეყნის რომელ პროვინციებშია დაწყებული კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა, არ სახელდება.

 

ბოლო დღეებში ირანში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება. 1-ელ აპრილს ქვეყანაში, დეკემბრის შემდეგ პირველად 11 ათასზე მეტი ინფიცირება დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 908 974-ს აღწევს, გარდაიცვალა 62 876 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner