logo_geo
eng_logo
შუშაში ნაპოვნი ისკანდერის რაკეტის ნარჩენების საკითხი კვლავ ღიად რჩება
- +

3 აპრილი. 2021. 19:08

 

 

15 მარტს განთავისუფლებულ ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში რუსული წარმოების სარაკეტო კომპლექსის ისკანდერის ნაშთები აღმოაჩინეს.

 

InterPress.ge–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იყო ოპერატიული – ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი Iskander-M  რაკეტის ნაშთები.

 

აზერბაიჯანის ნაღმების მოქმედების სააგენტოს ოპერატიული შტაბის უფროსმა, იდრის ისმაილოვმა განუცხადა მედიას, რომ გამოძიების პროცესში შემოწმდა რაკეტის 9M723 ინდექსის კოდი. აღმოჩნდა, რომ ეს არის "ისკანდერ" სარაკეტო კომპლექსის რაკეტის ნაშთები. ამავე დროს, ბოლო გამოძიებამ დაასკვნა, რომ გასროლილი რაკეტა არის ისკანდერ-მ სარაკეტო კომპლექსის რაკეტა. რაკეტის სიგრძე 7 მეტრი 23 სანტიმეტრი და დიამეტრი 920 მილიმეტრია.

 

რაკეტის ნაშთები მედიას აჩვენეს ბაქოში 2 აპრილს. რაკეტა მთლიანად არ აფეთქებულა, მისი ზოგიერთი ნაწილი გაფანტულია დიდ არეზე. ნაღმების მოქმედების სააგენტოს თანამშრომლებმა დაადგინეს ოთხი ადგილი, სადაც რაკეტების ნაშთები იპოვნეს ერთმანეთისგან მნიშვნელოვან მანძილზე.

 

აღსანიშნავია, რომ ღია წყაროების თანახმად, რუსეთმა სომხეთს მიაწოდა ისკანდერ-მ რაკეტის გამარტივებული ვერსია, ისკანდერ-ე სარაკეტო კომპლექსი, რომლის დიაპაზონი 280 კილომეტრია. შედარებისთვის, ისკანდერ-მ რაკეტას მეტი დესტრუქციული ძალა აქვს და შეუძლია 500 კილომეტრამდე მანძილი დაფაროს.

 

ამ ყველაფრის ფონზე იბადება საინტერესო კითხვა: თუ რუსეთმა არ მიაწოდა სომხეთს ისკანდერ- M სარაკეტო სისტემა, როგორ აიხსნება შუშაში ამ რაკეტის ნაშთების პოვნა?

 

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა. ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყარაბაღში კონფლიქტის დროს "ისკანდერის" რაკეტები არ გამოიყენებოდა. ამასთან, შუშაში ამ რაკეტის ნეშტის აღმოჩენის საკითხი კვლავ ღიად რჩება.

 

 

 

წყარო: interpress.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner