logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: დუალური განათლების მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები
- +

13 ივლისი. 2016. 12:52


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დუალური განათლების სისტემაზე საუბრობს, რაც მისი განმარტებით ერთდროულად სწავლასა და მუშაობას გულისხმობს. ჯეჯელავას თქმით, დუალური სისტემის შემთხვევაში პრაქტიკული ცოდნა და თეორია ერთმანეთს ერწყმის, რაც ხელს უწყობს უკეთ სწავლას.


„დუალური განათლების მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს გადადგმული ნაბიჯები. უნივერსიტეტებთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, რომ სულ უფრო მეტი სასწავლო ადგილი გახდეს დაკავშირებული სამუშაო ადგილთან. ანუ დუალური სისტემა სწავლის, ეს არის - თან რომ სწავლობ და თან მუშაობ. ითვლება, რომ ამ დროს ყველაზე კარგად სწავლობ, იმიტომ რომ პრაქტიკული ცოდნა და თეორია ერწყმის ერთმანეთს", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


ჯეჯელავას თქმით, სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს  ბიზნესთან, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროსთან,  რომ სულ უფრო მეტი დამსაქმებელი დააკავშირონ უნივერსიტეტებს.


„ყოველდღიურად ვმუშაობთ ბიზნესთან, ყოველდღიურად ვმუშაობთ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროსთან, რომ სულ უფრო მეტი დამსაქმებელი დავაკავშიროთ უნივერსიტეტებთან და წავახალისოთ თუნდაც მატერიალურად ასეთი დუალური სისტემა. მატერიალურ წახალისებაში ვგულისხმობთ, რომ ხელი შევუწყოთ კომპანიებს, რომ მათ აინტერესებდეთ სტუდენტების აყვანა სამსახურში, ასევე ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, რომ მათ აინტერესებდეთ დუალური სწავლა. რადგან მოგეხსენებათ, სწავლა ძნელდება, რადგან მეტი საქმე გაქვს. ბევრს ალბათ გისწავლიათ და გიმუშავიათ პარალელურად, არის ძალიან დიდი დატვირთვა, ძალიან რთული გასაკეთებელია, ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ გარდა სხვა ორგანიზაციული მხარდაჭერისა, ამას მატერიალური მხარდაჭერაც დასჭირდება",- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner