„ამ ხელოვნურ კრიზისს ადამიანები ტელევიზორში ყოველ დღე უყურებენ, რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, ჭიდილი, კინკლაობა. მგონი, ყველანი მოვბეზრდით, ეს კინკლაობა მობეზრდათ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ხელოვნურია კრიზისი, რომელიც მოგონილ ფაქტებზე არის დაფუძნებული. მთავარი ფრაზა იყო ის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამით დაიწყეს საზოგადოების აღელვების მცდელობა და შემდეგ უკვე სხვა მოვლენები განვითარდა. გაყალბებული არჩევნები იყო ტყუილი, ეს დაადასტურა მთელმა მსოფლიომ. ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს, რომ შემოსულიყვნენ და თვითონ ენახათ, თუ რამე გაყალბდა ან რაიმე სერიოზული გადაცდომა მაინც თუ იყო. ამაზე უარი გვითხრეს, რადგან თავადაც იცოდნენ, რომ იქ არაფერი გაყალბებულა.
11 ათასზე მეტი მათი დამკვირვებელი და წარმომადგენლები აწერდნენ ამაზე ხელს. თუნდაც ამ ხელოვნურ კრიზისს ადამიანები ტელევიზორში ყოველ დღე უყურებენ, რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, ჭიდილი, კინკლაობა. მგონი, ყველანი მოვბეზრდით, ეს კინკლაობა მობეზრდათ. როდესაც ფასები ძვირდება, პანდემიამ უდიდესი და უსერიოზულესი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას, სოციალურად დაუცველ ადამიანებს. 5-6-7%-იანი ეკონომიკური ვარდნის პირობებში, შენ კიდევ მოგონილი კრიზისით ცდილობ ეს რეალური კრიზისი გააღრმავო, მგონია, რომ შენი ქვეყნის საქმეს არ აკეთებ. აი ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ მათთან, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც, ჩართულია მთელი ევროპა. ევროკავშირის წარმომადგენლობაა ამაში ჩართული და ერთ მხარეს დგას ულტიმატუმი და მეორე მხარეს ვდგავართ ჩვენ, რომელებიც პრაქტიკულად მათ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ვაწერთ ხელს, რამდენიმე მცირე შენიშვნა გვაქვს. მეორე მხრიდან არის კვლავ ულტიმატუმი და აღარ არის ამის დრო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.