logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვადამდელი არჩევნების პრეცედენტის დაშვება შეუძლებელია, ამიტომაც არ ეწერა ეს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში
- +

3 აპრილი. 2021. 21:28

 

„ჩვენი ოპონენტებისთვის ხელისუფლების გადაბარება ერთადერთი გზაა, რომ დაასრულონ ეს ხელოვნური კრიზისი,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ეს რომ რეალური კრიზისი იყოს გასაღები ჩვენს ხელში იქნებოდა. ბევრი პარლამენტარი, რომელიც დღეს ირიცხება ფიზიკურად არ შემოდის პარლამენტში. ხელს ხომ არ ამოუტრიალებ და ძალით ხომ არ შეიყვან. რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა გააკეთო გარდა იმისა, რომ მოდით თქვენ იყავით ხელისუფლებაში, არ აწყობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ამასთან, მისი თქმით, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული ხარვეზებიც კი არ დაფიქსირდა და ამიტომ ვადამდელი არჩევნების პრეცედენტის დაშვება შეუძლებელია.

 

„ასეთი პრეცედენტის დაშვება ქვეყნის დანგრევას ნიშნავს. ამიტომ არაფერი წერია ვადამდელ არჩევნებზე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner