logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თუ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შედგა, რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზადაა ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს
- +

3 აპრილი. 2021. 22:05

 

 

„ოპოზიციასთან კრისტიან დანილსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებაზე 22 პუნქტი იყო გაწერილი, შენიშვნები 4 პუნქტთან დაკავშირებით გვქონდა. პრინციპულად თანახმა ვიყავით, მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა მოლაპარაკების მაგიდასთან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„როდესაც ჯერი მიდგა შენიშვნებზე, ჩვენმა ოპონენტებმა სათითაოდ თქვეს ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ. ამიტომ შენიშვნების განხილვამდე არ მივსულვართ. პრინციპულად ჩვენთვის ეს დოკუმენტი მისაღებია სამი-ოთხი შენიშვნით, ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე ვთანხმდებოდით და ვთანხმდებით კიდეც, მაგრამ მეორე მხრიდან ისეთი ულტიმატუმებია დაყენებული, რომ საერთოდ რაც არ წერია ევროპელების მიერ დადებულ დოკუმენტში თუ არ ჩაიწერება ხელს არ მოვაწერთო და ბუნებრივია ამაზე შეთანხმება ვერ შედგებოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ამასთან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შედგა, რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზადაა ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

 

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner