„ევროპარლამენტარების მთავარი ინტერესი, სუბიექტურიც და ობიექტურიც, არის საქართველოსთან მეგობრობა და საქართველოს ისეთი მომავალი, როგორიც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„სხვა საკითხია ევროპარლამენტარების კრიტიკა, მათი კრიტიკის თითოეული პუნქტი არის ყურადსაღები. ბუნებრივია, შენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე შენ გაკისრებენ პასუხისმგებლობა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია. ეს ბუნებრივია და არავის გვიკვირს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ამ ქვეყანაში ისე დავალაგოთ ყველაფერი, რომ თუნდაც ოპონენტი იძულებული გახდეს ხელი მოაწეროს იმას, რაც არის მართალი, რაც უნდა ევროკავშირს და რაც უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს მარტივად გასაგებია. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ახლა საქმეზე უნდ გადავიდეთ. როდესაც გავდივართ და მოსახლეობას ვხვდებით, ისინი მოლაპარაკებებზე კი არ გველაპარაკებიან, გველაპარაკებიან პროდუქტების ფასებზე, მიმდინარე პროქტებზე. გასაგებია, რომ ოპონენტების ხელში არის ბერკეტები, მედიები, რაც აქამდე საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ამბობენ რაც უნდათ და როგორც უნდათ, მაგრამ ჩვენს თავზე აღებული პასუხისმგებლობა არ გამოიხატება მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციასთან შეთანხმებაში, გამოიხატება ხალხის საზრუნავზე ორიენტირებაში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.