logo_geo
eng_logo
ლაშა თაბუკაშვილი: კვერცხების სროლა, გინება, ბარაბნების ბრახუნი არაა მოსაწონი
- +

3 აპრილი. 2021. 22:42

 

 

„მართალი რომ გითხრათ, რამდენჯერმე ძალიან ტკბილად და კარგად მიქეიფია პოზნერთან ერთად და არ ვიცოდი რომ ბევრი სისაძაგლე ჰქონდა ნალაპარაკევი ამ 13 წლის წინ, როდესაც არც ვიცნობდი“, - ამის შესახებ ფილოლოგმა, მწერალმა, დრამატურგმა ლაშა თაბუკაშვილმა „Post TV”-ის ეთერში, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

 

„ძალია მიჭირს ვინმე განვიკითხო დღეს, როდესაც ურთიერთგანკითხვის დოღია. დასწრებაზეა ვინ რას უფრო საძაგელს, ან სასაცილოს დაინახავს ერთმანეთში. წალეკილია გარშემო მზიური ქვეყანა, სადაც მზიური ადამიანები ცხოვრობენ. ყველანი ვუყურებდით საბერძნეთის თამაშს. არ ვიცოდი რა ხდებოდა იქ. ბოლოში მივუსწარი გადახვევით.

 

მართალი რომ გითხრათ, რამდენჯერმე ძალიან ტკბილად და კარგად მიქეიფია პოზნერთან ერთად და არ ვიცოდი რომ ბევრი სისაძაგლე ჰქონდა ნალაპარაკევი ამ 13 წლის წინ, როდესაც არც ვიცნობდი. ყველანაირად ეს კაცი ამტკიცებდა მოწიწებას, სიყვარულს ქართველი კულტურისადმი, საქართველოსადმი, თავისი ყმაწვილკაცური სტუდენტური მოგონებებიდან დაწყებული და ა.შ

 

87 წლის კაცი, რომელიც ბევრჯერ ჩამოსულა აქ, კვერცხების სროლა, გინება, ბარაბნების ბრახუნი არაა მოსაწონი“, - განაცხადა ლაშა თაბუკაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner