logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მე ვრჩები „ქართული ოცნებაში“
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 ივლისი. 2016. 13:39


„ქართული ოცნების" წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეოპრტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, მმართველმა გუნდმა კვლავ ხმათა უმრავლესობა მიიღოს და პარლამენტში სიჭრელე არ იყოს.


„ქართული ოცნება" დღეს წარადგენს მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს.  როგორც ცნობილია, პარტიის ახალ წევრებს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე  გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.



„მე ვრჩები „ქართული ოცნებაში". სიაში ვიქნები თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარია, პარტია უმრავლესობით გავიდეს. ჩვენს ქვეყანას ჭრელი პარლამენტი არ სჭირდება.

 

რაც შეეხება სიაში ახალ სახეებს, ისინი პროფესიული ნიშნით შეირჩა და ქვეყნის ერთგულებით", -  განაცხადა „ქართული ოცნების" წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner