logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: როცა გლოვის ნაცვლად გეკონცერტება, გარედან მაყურებლების რეაქცია რატომ გვიკვირს?!
- +

4 აპრილი. 2021. 14:05

 

როცა წინ მიცვალებული გიწევს და შენ კონცერტს მართავ, გვარს და სახელს და ვინ ხარო,  არავინ შეგეკითხება!

 

არც იმას იკითხავს ვინმე, პროვოკატორი ხარ, სამშობლოს მტერი ხარ, ჭკუანაკლული თუ ოიამას აგენტი!

 

გარედან ყველა იმ რეალურ ტაშ-ფანდურს ხედავს, დღეს რომ იყო და 2008 წელს, დაუმარხავი ჯარისკაცების ცხედრებზე რომ გაიმართა!

 

ამის მერე, როცა გლოვის ნაცვლად გეკონცერტება, სწორედ იმ გარედან მაყურებლების რეაქცია და ჩვენს ქვეყანაზე რომ აზრი აქვთ, ის რატომ გვიკვირს?!

 

ისე, გარედან მაყურებელი ერთია და  ნეტავ „მთაწმინდიდან“, დაბლა პროსპექტი რომ კარგად ჩანს, ის როგორ მოსჩანს, რაც ახლა იმ ქუჩაზე, ჩვენს თავს, ჩვენივე ხელით და უტვინობით ხდება?!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner