ლაგოდეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, სრულად განადგურდა ერთ-ერთი ადგილობრივის საკუთრებაში არსებული თხილის ბაღი.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მეხანძრე-მაშველების ჩარევის შედეგად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.