წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ რიონში მოკლულები ძმები არიან. გავრცელებული ცნობით, ისინი ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.