ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Time-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 27 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
წყალდიდობა სეზონურმა წვიმამ გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი. განადგურებულია გზები და ხიდები, დატბორილია 1 000-ზე მეტი სახლი.