logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ღმერთმა დალოცოს და გაახაროს თითოეული მორწმუნე!
- +

13 ივლისი. 2016. 13:54


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.



უწმინდესმა ისურვა, წმინდა მოციქულების ლოცვით, მათი შუამდგომლობით, ღმერთმა დალოცოს და გაახაროს თითოეული მორწმუნე.


 

წმინდა მოციქულები იყვნენ ღვთისაგან მოწოდებულნი და წერია სახარებაში, რომ უფალმა მისცა მათ მადლი უძლურთა კურნებისა, ბოროტი ძალისაგან გათავისუფლებისა და მრავალი სხვა. ასევე გვაძლევს მადლსა, მაგრამ ჩვენ უნდა შევიტკბოთ, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ის მადლი არის ძალა ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი", - ბრძანა პატრიარქმა.



უწმინდესმა სვეტიცხოვლის ტაძრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც მეფეთა კურთხევა ხდებოდა, სადაც დღესაც ხდება პატრიარქებისა და მღვდელმთავრების კურთხევა.


მრავალი ადამიანის ცრემლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში, შეგეწიოთ უფალი, შეგეწიოთ წმინდა 12 მოციქულის მადლი და ძალა", - განაცხადა უწმინდესმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner