logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რუსული ლინკებით გაჯერებული საეჭვო ჯგუფების გულწრფელ ემოციას ამ ქვეყანაში ვერ ვიჯერებ
- +

4 აპრილი. 2021. 23:29

 

 

„თამაშობენ ჩვენი მოქალაქეებს გულწრფელ ემოციებზე. ვიღაცამ შეიძლება მართლა დაიჯეროს, რომ ეს ადამიანები გაბრაზებულები არიან. მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ მიხალკოვის შვილის ქორწილში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესენი ქეიფობდნენ, დროს ატარებდნენ და ჩამოჰყავდათ ადამიანები, ვისაც არანაკლებ ახლო ურთიერთობები ჰქონდათ რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელებთან და ოკუპანტ პუტინთან მათ შორის“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გამო გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხდა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მას ამ მიმართულებით რუსეთთან დაკავშირებული ადამიანების გულწრფელი ემოციების არ სჯერა.

 

„ვერ ვიჯერებ, აგრეთვე იმას, რომ როდესაც ადამიანი, რომელიც მთავარი ლიდერია ამ ვითომ აღშფოთების და ფსევდოპატრიოტული აქციების, წლების წინ, 5 წლის განმავლობაში რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას სწავლობდა. და იქ, იმ ფაკულტეტზე „მგიმოში“ „კაგებესა“ და „ეფესბეს“ გარეშე არაფერს ასწავლიდნენ და ისინი შტატებისა და ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოებას არ ასწავლიდნენ. ასწავლიდნენ რუსეთის საგარეო უსაფრთხოებას და ზუსტად იციან, რაც უფრო რადიკალი და პროვოკატორი იქნება სხვა ქვეყანაში, ის რუსეთის სასარგებლოდ უფრო კარგად იმოქმედებს და „სატოპკეს“ უფრო კარგად აუწევს. „პაკლონნაია გარაზე“ მყოფ ადამიანებთან ამ ყველაფერს ალაგებენ და როდესაც ჩხეიძეები და ა.შ იქ, შალვას ფანჩატურში სხედან და იქ ლაპარაკობენ სამომავლო გეგმებზე, რუსელი ლინკებით გაჯერებული ამ საეჭვო ჯგუფების ამ მიმართულებით გულწრფელ ემოციას ამ ქვეყანაში ვერ ვიჯერებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

 

პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner