logo_geo
eng_logo
დევიდ ქემერონი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას დღეს დატოვებს
- +

13 ივლისი. 2016. 13:55


დღეს დევიდ ქემერონი დაუნინგ-სტრიტზე მდებარე პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას დატოვებს. ის ჯერ თემთა პალატაში გაემგზავრება, სადაც უკანასკნელად მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ სესიაში პრემიერის რანგში, შემდეგ კი ბუკინგემის სასახლეს ეწვევა, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს გადადგომის შესახებ განაცხადს გადასცემს.



მის ადგილს შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი დაიკავებს, რომელსაც დედოფალი დღეს ოფიციალურად მიმართავს ახალი მთავრობის ჩამოყალიბების წინადადებით.



59 წლის ტერეზა მეი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მეორე პრემიერ-მინისტრი ქალი გახდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner