logo_geo
eng_logo
ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
- +

5 აპრილი. 2021. 10:32

 

 

 

 

რაჭაში, ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილია.

 

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის დიდი მოცულობის კლდე გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა, რის გამოც საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია.

 

როგორც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დილიდან გრძელდება. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ აქვს, რადგან ცენტრალური მაგისტრალის გახსნამდე მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა შეუძლიათ. მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner